სალომე ზურაბიშვილი კიევში აშშ-ის ენერგეტიკის მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის რიკ პერის შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ რიკ პერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მოლაპარაკებები კიევში შედგა, სადაც პერი უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

„პატივი მქონდა, შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის გზები, მათ შორის, თხევადი ბუნებრივი აირის პოტენციალი, როგორც ენერგეტიკის დივერსიფიკაციის საშუალება“, – წერს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp