მედია: "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს

სირიაში, ქალაქ თელ-აბიადში "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლოები გამოჩნდა. ტერორისტული ორგანიზაციის ნიშნები, ადმინისტრაციული შენობების კედლებზე, გრაფიკის სახითაა გამოსახული.

ამ ფაქტს გუშინ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ალ ბაღდადის მკვლელობის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადება უძღოდა.

ქალაქი თელ-აბიადი ორი კვირის წინ თურქულმა მხარემ ქურთი სამხედროებისგან გაათავისუფლა. ტრამპის ინფორმაციით, ბაღდადმა გაქცევის დროს თავი „შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა.

ამასთან, „ნიუსვიქის“ ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს. გამოცემა წერს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მართვის სადავეები სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცმა აბდულა ქარდაში იღებს. 


მედიისთვის ქარდაშის შესახებ ცოტაა ცნობილი, თუმცა „ნიუსვიქის“ ინფორმაციით, ქარდაში თავად ბაღდადმა წარადგინა აგვისტოში წინამძღოლად.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ასამარებს საქართველოს შიდა კრიზისი: "მივიღებთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია დამშვიდდება"