მეუფე იაკობი პატრიარქს ხვდება

პატრიარქის ქორეპისკოპოსი საპატრიარქოში მივიდა და როგორც თავად აღნიშნა, პატრიარქს შეხვდება. მას სასუბრი თემა არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, მეუფემ კიდევ ერთხელ გაიმეორა რამდენიმე დღის წინ გაკეთებული ხმაურიანი განცხადება და საზოგადოებას გამოყენებული ლექსიკის გამო ბოდიში მოუხადა.

"თავს არ ვიმართლებ, უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა: ამ სამი წლის განმავლობაში ისეთი რაღაცეები ვიცოდი, ოპოლიტიკოსებთან ჩარება გვიწევს ხოლმე. ახლა თავისუფალი ადამიანი ვარ, რადგან ვთქვი. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. მე სამი ადამიანი შემხვდა, ეს ხდებოდა პრემიერის კაბინეტში: ბრძალდებოდა პრემიერი [გიორგი კვირიკაშვილი], ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია. უხერხულობას გრძნობდნენ გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური. უწმინდესსთან რაღაც მკითხეს. 10 დღე არ ვუთხარი, ბოლოს მაინც ვუხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ. პრემიერთან იყო საუბარი, შეეცვალათ [პატრიარქი]. დანარჩენზე კიდევ გავაკეთებ განცხადებას",– განაცხადა ქორეპისკოპოსმა საპატრიარქოში შესვლამდე. 

იხილეთ ასევე: საპატრიარქოში სკანდალი გრძელდება: "ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ, დაგვშალოთ"