Wizz Air ქუთაისიდან ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს ფრენებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს.

რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი - 23 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი - 12 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა.

Wizz Air-მა საქართველოში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საავიაციო ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა (15%).

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს