"I'LL BE BACK" - პრეზიდენტის და სასამართლოების საიტებზე სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევაა

საქართველოს პრეზიდენტის, ასევე, საერთო სასამართლოებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ბათუმის, ქუთაისის საკრებულოების, ზუგდიდის სასამართლოს ვებ-გვერდებზე, სავარაუდოდ, ჰაკერული თავდასხმაა.

საიტებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

გარდა ამის, ცნობილი ხდება, რომ ჰაკერული შეტევაა მედიის განვითარების ფონდის საიტზეც - MDFGEORGIA.GE

ამ დროისთვის [13:11], საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდი უკვე გათიშულია, ხოლო სხვა საიტებზე კვლავ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს.

განახლება

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286–ე მუხლებით დაიწყო, რაც  რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემების და/ან კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი კეკელიძე: "ის ილეთი, რომ იქ პოლიტიკოსები დგანან და არ უნდა მივიდეთ, გაცვდა"