ავიაკომპანია SkyUp Airlines ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “SkyUp Airlines“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ახალ მიმართულებას ამატებს. ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები ხვალიდან,  კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “SkyUp Airlines“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს