მინისტრი – მეუფე იაკობის განცხადებაზე: "მოგცლიათ ერთი!"

ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოკლე კომენტარით უპასუხა: 

"მოგცლიათ ერთი!".

ჟურნალისტებს აინტერესებდათ მთავრობის წევრის პოზიცია, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მეუფის სკანდალური განცხადების შემდეგ. 

ანალოგიური კითხვით მიმართეს ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრს. ნათია თურნავა ფიქრობს, რომ საკითხი წმინდა სინოდმა უნდა განიხილოს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები ყველას უჩნდება.

„წმინდა სინოდმა უნდა განიხილოს პირველ რიგში და შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე. სინოდის კომპეტენციაა. დავაცადოთ წმინდა სინოდს თავის სისტემაში არსებული საკითხი განიხილოს. ყველას გვიჩნდება კითხვის ნიშნები",- განაცხადა თურნავამ.

ოპოზიცია საკითხის შესწავლას ითხოვს, მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ თემა სინოდის კომპეტენციაა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიცია ჯოჯოხეთში მოხვდება"