თურქეთში ტერორიზმის საქმეზე 20 უცხოელი დააკავეს

თურქეთის სპეცსამსახურებმა ანკარაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 20 უცხოელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. დაკავებულების მოქალაქეობა არ კონკრეტდზება. 

პოლიციის კონტრტერორისტული ორგანიზაციისა და ნაციონალურ საგამოძიებო ორგანიზაცია MİT-ის ერთობლივი ოპერაცია დღეს დილას ჩატარდა. 

ცნობისთვის: სირიაში, ქალაქ თელ-აბიადში "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლოები გამოჩნდა. ტერორისტული ორგანიზაციის ნიშნები, ადმინისტრაციული შენობების კედლებზე, გრაფიკის სახითაა გამოსახული. ქალაქი თელ-აბიადი ორი კვირის წინ თურქულმა მხარემ ქურთი სამხედროებისგან გაათავისუფლა. ამ ფაქტს გუშინ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ალ ბაღდადის მკვლელობის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადება უძღოდა. ტრამპის ინფორმაციით, ბაღდადმა გაქცევის დროს თავი „შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა.

ამასთან, „ნიუსვიქის“ ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს. გამოცემა წერს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მართვის სადავეები სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცმა აბდულა ქარდაში იღებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრეგაძე - ომბუდსმენს: "აქ ისეთი რამ მოხდება, რაც ფილმებშიც არ გინახავთ"