აშშ-ის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა

ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

"ქვეყნის სამსახურში მყოფი ცუგები ბევრს შრომობენ. ხშირად, მათ შორ მანძილზე უწევთ მგზავრობა, რისთვისაც სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო. დამქანცველი მგზავრობის შესამსუბუქებლად ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა.

ამიერიდან, პოლიციელი ცუგები მისიას უფრო ყოჩაღად შეასრულებენ.

შეგიძლიათ, გამოიცნოთ, რა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი მისია?" - წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელომ“ 18 ნოემბერს დაკავებულებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა