სუს-ის უფროსის მოადგილემ პარლამენტს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ საქართველოს პარლამენტს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარუდგინა. ამის შესახებ „აქცენტს“ სუს-იდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი პრეზენტაციის ფარგლებში და შემდგომი კითხვა-პასუხის რეჟიმში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა გაიმართა. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებულ ძირითად საკვანძო საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ძალების სახიფათო პროვოკაციულ აქტივობებზე.

ოკუპაციის შედეგად არსებული გამოწვევების კონტექსტში, ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, მათი უკანონო დაკავება, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თავისუფალი გადაადგილების, განათლების ხელმისაწვდომობის და სხვა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა. საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაში" - აცხადებენ უწყებაში. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სიცილიაზე პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა – არის მსხვერპლი