სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგოს მტკიცებით, პედაგოგი მას სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს სწერდა და უხამს ფოტოებს უგზავნიდა. 


"მომთხოვა ისეთი შეუფერებელი ფოტოები, რომელიც ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მსმენია, რომ  მსგავსს აკეთებდა სხვებთანაც. მე მაქვს მიმოწერა, ასევე ფოტოები – მისი გამოგზავნილი 2 ფოტო. ერთი არის წელს ზევით, მეორე – წელს ქვევით, ოღონდ არის შეურაცხმყოფელი ფოტო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდები და ლექციებს და სემინარს მიტარებს, მივმართე სამართალდამცავებს, რადგან მე არ მჭირდება პატიოსნებაზე გაცვლილი დიპლომი. მოვითხოვ, განერიდოს უნივერსიტეტს და ბავშვებს, რადგან მისი ადგილი სტუდენტებთან დამდვილად არ არის,"-აცხადებს სტუდენტი.

სტუდენტმა სამართალდამცველებს უკვე მიმართა. ის გამოკითხეს. რა პასუხი აქვს ბრალდებებზე ლექტორს, უცნობია. არსებული ინფორმაციით, ის მივლინებაშია. გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს. ფაქტის შესწავლა დაიწყო სასწავლებლის ეთიკის კომისიამ და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ლექტორს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp