თბილისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"