შსს:"თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მოხდა"

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია 1 მოქალაქე, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას" - ნათქვამია განცხადებაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"