თბილისის ქუჩები, რომლებიც 29 ოქტომბერს უშუქოდ დარჩება

29 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. "თელასი" მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებს ასახელებს და მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, გიორგი გეგეჭკორის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის, წულუკიძის და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ალექსანდრე წერეთელის, ელვერ კუპატაძის, შუშის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, გელა ჭედიას, მონასტრის, წყალსადენის, ზარზმის, ილორის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ზესტაფონის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, კერესელიძის და გოგებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები "იმედის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ"