"აშშ დაიცავს სირიის ნავთობსაბადოებს და მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალით უპასუხებს"

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, აშშ დაიცავს სირიის ნავთობსაბადოებს და დაპირისპირების შემთხვევაში, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალით უპასუხებს, მათ შორის რუსეთსა და სირიას.

როგორც ესპერი აღნიშნავს, ვაშინგტონის ამოცანაა, ნავთობსაბადოები მოკავშირე ქურთულმა დაჯგუფებამ, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ გამოიყენოს და ამერიკელი სამხედროები ნავთობსაბადოებს უკვე იცავენ.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჰასაქას პროვინციაში დაბრუნდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის მოქმედებას სახელმწიფო ბანდიტიზმი უწოდეს და ვაშინგტონი ნავთობის კონტრაბანდის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა