დღეიდან SkyUp Airlines ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის მიმართულებით ფრენას იწყებს

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსი“ (SkyUp Airlines), რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ახალ მიმართულებას ამატებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები დღეიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, „ბოინგ 737“-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსს“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში ტყის ხანძრებია