თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

მაღალი სისწრაფით მოძრავმა "ტოიოტას" მარკის ავტომობილმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი ჰოსპიტალიზებულია. ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანაც, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ჰონდაც“ მონაწილეობდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავდა ერთი მგზავრი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საპარლამენტო უმრავლესობა დამატებით სამმა დეპუტატმა დატოვა