ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი №108 მარშრუტზე გავიდა

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი №108 მარშრუტზე გავიდა. 4 ახალი ავტობუსი მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“  სოფელ გლდანის მიმართულებით მოძრავ ოთხ ძველ „ბოგდანის“ ტიპის ავტობუსს ჩაანაცვლებს. თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, ახალი ავტობუსები სულ 10 მარშრუტზე გადანაწილდნენ: 4, 10, 28, 34, 42, 56, 66, 78, 103 და 108.

„ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილ 160 ავტობუსს მწარმოებელი ქალაქს წლის ბოლომდე ეტაპობრივად მიაწვდის.

ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები. პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 64 790 000 ლარს“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს: "სიცოცხლეს გაგიმწარებთ!"