შსს პროექტ „მოხალისეს“ იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომელიც კრიზისული ვითარების დროს სალიკვიდაციო სამუშაოებში მოქალაქეების ჩართვას ითვალისწინებს. 

„მოხალისეს“ პრეზენტაცია დღეს ბორჯომში გაიმართა. იმ მოხალისეების გადამზადებაზე, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სტიქიით მიერ მიყენებული ზარალის აღმოფხვრის პროცესში ჩაერთვებიან, „წითელი ჯვარი“ იზრუნებს. 

საპილოტე პროექტი პირველად სამცხე–ჯავახეთში განხორციელდება და მის ფარგლებში 300 მოხალისეს გადამზადება იგეგმება. 

2019 წელს პროექტი სამცხე–ჯავახეთში ამოქმედდება, მომავალ წელს კი მთელ ქვეყანას მოიცავს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა