რას სთავაზობს "ბილაინი" მომხმარებლებს iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი "ბილაინი", Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად ურიცხავს 64GB მობილურ ინტერნეტს ყოველ თვე. ერთიანი გადახდისას მობილური ინტერნეტი მომხმარებელს ერიცხება 12 თვის განმავლობაში, ხოლო განვადებით სარგებლობის შემთხვევაში - განვადების სრული პერიოდის განმავლობაში.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს სამ მოდელს:

▪ iPhone 11 64GB - თვეში 137,89₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 2899₾ ერთიანი გადახდისას;

▪ iPhone 11 Pro 64GB – თვეში 194,53₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 4099₾ ერთიანი გადახდისას;

▪ iPhone 11 Pro Max 64GB - თვეში 213,71 ₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 4499₾ ერთიანი გადახდისას.

ბილაინი  მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს 12, 18 და 24 თვემდე განვადებით როგორც მაღაზიებში, ასევე ვებგვერდიდან www.beeline.ge და ყოველთვიური გადასახადი პირდაპირ საკუთარი მობილური ბალანსიდან დაფაროს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს