„2013 წელს ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი რომ არ გამოეცხადებინა „არამიზონბრივ ხარჯად“, წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული იქნებოდა“

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს დაანონსებულ წყალტუბოს განვითარების გეგმას ეხმიენება და აცხადებს, რომ „2013 წელს ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი რომ არ გამოეცხადებინა „არამიზონბრივ ხარჯად“, წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული იქნებოდა“.

„პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი რომ არ გამოეცხადებინა „არამიზონბრივ ხარჯად“ 2013 წელს და ამ აეროპორტს რომ მისცემოდა დაგეგმილ სიმძლავრეზე - ანუ ორ მილიონ მგზავრზე - გასვლის შესაძლებლობა (რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო), წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული და დატვირთული იქნებოდა პირველ რიგში ევროპელი ვიზიტორებით. ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დიდი ხნის ნაშოვნი ექნებოდა სამსახური. ელემენტარული ციფრებია.

2012 წელს რამენიმე სასტუმროში, მათ შორის „შახტიორში“ (რომელიც ყველაზე დიდია) გახურებული სამუშაოები მიმდინარეობდა. 2013 წელსვე პრემიერ ივანიშვილის მიერ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე საუბრის გამო, ინვესტორებმა ისე მოძუძგეს წყალტუბოდან რომ უკანაც არ მოუხედიათ. სანამ რამეს ვიტყვით ეს მნიშვნელოვანი ფაქტები არ დავივიწყოთ“,– წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოხუმის შეიარაღებული ინციდენტის გამო აფხაზური ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს