ქობულეთში ავარიას მოზარდები ემსხვერპლნენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არასრულწლოვნები - კლასელები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. 

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"