რუსეთის საიდუმლო ობიექტზე ბავშვი დაიღუპა

მოსკოვში, საგარეო დაზვერვის ობიექტზე 10-წლამდე ბავშვი აუზში დაიხრჩო. როგორც „დოჟდი“ იუწყება, ტრაგიკული ფაქტი 27 ოქტომბერს, იესენევოს რაიონში მოხდა.

ამავე წყაროს ცნობით, ბავში აუზში ჩახტა და წყალმა სადინარ მილში შეიწოვა, აუზის მილის დახურვა კი პროფილაქტიკური სამუშაოების შემდეგ დაავიწყდათ.

ბავშვის აუზიდან ამოყვანის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმები ობიექტზე არ შეუშვეს. გვიან შენობაში მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა.

როგორ მოხვდა ბავშვი საიდუმლო ობიექტზე უცნობია. საგარეო დაზვერვის სამსახურში მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ „საქმეში ბევრი გაუგებრობაა“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიწყო