"კიევმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოედან ძალების გაყვანა დაიწყო"

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, კიევმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოედან ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დაშორიშორების პროცესი დაიწყო, რაც „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ჩატარებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. 

პრისტაიკოს თქმით, დაშორიშორების პროცესს ეუთო–ს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადევნებენ თვალს. ზოლოტოეს შემდეგ, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება მოწინააღმდეგის მხრიდან, ძალთა დაშორიშორების პროცესი უკრაინის მხრიდან გაგრძელდება კიდევ ერთ სადავო ქალაქ პეტროვსკოეში.

ზოლოტოედან და პეტროვსკოედან ძალთა დაშორიშორების შემდეგ პროცესი გამყოფი ხაზის რამდენიმე პუნქტში იგეგმება, მათ შორის ბოგდანოვკის რაიონში. 

პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხრიდან ძალთა დაშორიშორების პროცესს თვალს მიადევნებენ ასევე ეუთო–ს წარმომადგენელები. თუმცა უცნობია, მათ გარდა კიდევ ვინ იქნება პასუხისმგებელი კონტროლის განხორციელებაზე. 

ზოლოტოედან უკრაინული არმიის ქვედანაყოფის შესაძლო გაყვანის პროცესს ოქტომბრის დასაწყისში დაუპირისპირდნენ გასამხედროებული ორგანიზაციები „ნაციონალური კორპუსი“ და „უკრაინის მოხალისეთა არმია“, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან, დაიცვან დასახლებული პუნქტები უკრაინის არმიის გასვლის შემდეგ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბრეგაძემ ომბუდსმენის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახა