“აფხაზეთის საკითხში კრემლზე ჩრდილოეთ კავკასიამ იმოქმედა: საფრთხე ექმნებოდა თავად რუსეთის უსაფრთხოებას”

რადიო თავისუფლება“ 1992-93 წლების ომზე სტანისლავ ლაკობას – ისტორიის პროფესორს, წიგნის „აფხაზეთი – დე ფაქტო, თუ საქართველო – დე იურე?“ ავტორს, წარსულში აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის წევრს (1991-1996), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აფხაზური უშიშროების საბჭოს ორგზის თავმჯდომარეს (2005-2009 და 2001-2013), ომის დროს დეპუტატსა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომისიის თავმჯდომარეს ესაუბრა. „აქცენტი“ მასთან ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

 

ნაწილი მეორე

 

ინტერვიუს პირველ ნაწილში აფხაზეთის ომში ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის როლებზე ვისაუბრეთ. ეხლა ვლადისლავ არძინბას როლს შევეხოთ. სამხედრო ვითარებაშიროცა აფხაზეთში უკვე საბძოლო მოქმედებები იყო დაწყებულირა ურთიერთობები იყო სამ ლიდერს შორისდაახასიათეთ, თუ შეიძლება, ვლადისლავ არძინბამისი ქცევა და ვითარების ხედვა...

 

რა თქმა უნდა, არძინბას მაინც ჰქონდა იმის იმედირომ რუსეთი და საკუთრივ ელცინირომელსაც ის ცოტა ხნით ადრე შეხვდა, განზე არ დარჩებოდნენ და გარკვეულ დახმარებას გაუწევდნენომის პირველ დღეს, 14 აგვისტოს იგი ელცინთან დაკავშირებას ცდილობდა. ეს უკანასკნელი სოჭში იყო და მის ნაცვლად რამდენჯერმე [ალექსანდრე] კორჟაკოვმა (იმხანად - რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი) უპასუხა: «ბორის ნიკოლაევიჩი ზღვაშიაო…». ასე, რომ ფაქობრივად, არანაირი კონტაქტები არ იყოპარალელურად ვხედავდით რუსი სამხედროებისგამალებულ ევაკუაციას.

 

ვლადისლავს დაბნეულობა ეტყობოდა, თუმცა ხელები არ ჩამოუშვია”

 

ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია, ვლადისლავ არძინბას გარკვეული დაბნეულობა ეტყობოდა, თუმცა ხელები ნამდვილად არ ჩამოუშვია. 14 აგვისტოს მან აფხაზეთის ტელევიზიით განცხადება გააკეთა, მიმდინარე მოვლენებს აგრესიის აქტი უწოდა და ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ დღეს ვითარებაში გარკვევა ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთული იყო.

 

მოსკოვმა კოზირევის უწყების სახით მხარდაჭერა აფხაზეთის ნაცვლად საქართველოს ხელმძღვანელობას გამოუცხადა”

 

მით უფრო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელმძღვანელობას მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა იმას, რაც ხდებოდა. ეს [ანდრეი] კოზირევის [იმხანად – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი] დროს იყო და, სხვათა შორის, 1992 წლის 19 აგვისტოს «თავისუფალ საქართველოში» გამოქვეყნდა. მათ მხარი დაუჭირეს ამ აქციას, თქვეს, რომ ეს იყო ბრძოლა სეპარატისტებთან, ტერორისტებთან და ა.შ.. არადა, იცით, აქ რაც ხდებოდა, რას სჩადიოდენ აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის - რუსების, ბერძნების, სომხების მიმართ, – რომ აღარაფერი ვთქვათ აფხაზებზე. იმ დღეებში აქ ნამდვილი გენოციდი იყო. საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ლომინაძეც კი იხსენებდა მერე: «კიტოვანის გვარდიელები ქალაქს მუსრივით შეესივნენ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ასეთი ურცხვები თუ ვიქნებოდით. ჩვენ ბევრ რამეში მიგვიძღვის ბრალიო»...

 

ელცინი რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასულიყო, არანაირი სამხედრო ავანტიურა არ იქნებოდა, მაგრამ მოხდა შეთქმულება”

 

რაც ხდებოდა, არძინბასთვისაც სრული მოულოდნელობა იყოიგრძნობოდა, რომ ის გამალებით ცდილობდა, რაიმე მოემოქმედაგაერკვია[რუსეთის] პირველ პირს ტელეფონით დაჰკავშირებოდახომცხადია, ელცინი რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასულიყოარანაირი სამხედრო ავანტიურა არ იქნებოდა,მაგრამ მოხდა შეთქმულება. თუმცა ეს დღესაა ცხადიროდესაც შესაბამისი დოკუმენტები და მასალებიგვაქვს ხელთ.

 

ვლადისლავზე ნადირობა იყო გამოცხადებული… არძინბა მხოლოდ 17-ში ვიხილეთ”

 

დიახ, დეპუტატების გარკვეული ნაწილი არძინბას მხარში ედგათუმცა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი მიუწვდომელი იყოვაცნობიერებდით, რომ მასზე ნადირობა იყო გამოცხადებული,იად ამბობდნენ“არძინბას საკითხი გადასაჭრელიაო». მოგვიანებით გარკვეული წყაროებიდან ცნობილი გახდარომ თბილისიდან ჩაფრენილი ერთ-ერთი ТУ-134 ქართველი სპეცრაზმელებით ადლერის აეროპორტში იდგა: როგორც ჩანს, ეგონათრომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა გაიქცეოდა და ისინისაზღვარზე ყველას დააკავებდნენთვითმფრინავში ჩასვამდნენ და თბილისში წაიყვანდნენ, მათ შორის – დეპუტატებსაც… მერე დაიწყო დესანტის გადმოსხმა რუსეთთან საზღვრის მხესრათა რუსეთის საზღვრიდან მოვეკვეთეთ...

 

მოსკოვიდან პირველი ზარი 17-ში შემოვიდა – რეკავდა ბურბულისი და ამ ზარმა არძინბას განწყობა სრულიად შეცვალა

 

მხოლოდ 17 რიცხვში ვიხილეთ ვლადისლავი გუდაუთაშიწინა დღეებში [მასთან] კონტაქტი არ იყო, მხოლოდ დაცვა ახლდასწორედ 17-ში განხორციელდა მოსკოვიდან პირველი ზარი: გუდაუთაში ყოფნისას ვლადისლავის დაცვამ - ვიტალი ბგანბამ მას ტელეფონთან უხმო – რეკავდა [გენადი] ბურბულისი (ელცინის უახლოესი გარემოცვის წევრი, ითვლებოდა “რუხ კარდინალად”) - იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი.

იმ საღამოს ვლადისლავი ჩვენს წინაშე გამოჩნდა და უკვე სულ სხვა განწყობაზე იყომას შემდეგ განწყობა ყოველდღიურად უუმჯობესდებოდა. იგი სიტყვითაც გამოვიდა გუდაუთაშიაივნიდან და ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.

 

პავლე არძინბა და ვალერი აიბა – ამ ადამიანებმა შექმნეს ინააღმდეგობის მოძრაობის ჩონჩხი”

 

არცთუ მცირე როლი ამ ყველაფერში პავლე არძინბამ ითამაშარომელიც ცოტა ხნის წინ ტერაქტის შედეგად მოკლეს (http://accent.com.ge/ge/news/details/44121). იგი ვლადისლავს გვერდში ამოუდგა, გააჩნდა შესაძლებლობებირომელთა წყალობით დაიწყო შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენა.

 

ვალერი აიბაც მის გვერდში იყოსწორედ ამ ადამიანებმა ჩამოაყალიბეს წინააღმდეგობის მოძრაობის ჩონჩხირიგი დეპუტატებიც გვერდში დადგნენ, თუმცა ყვეა არა - ერთი 14 კაცირაც შეეხება დანარჩენებს, ხანდახან ძნელი გასაგაები იყო, საერთოდ რაში მდგომარეობდა მათი როლი...

 

ვლადისლავი ძალებს იკრებდა. წარმოიდგინეთ, რა რთული იყო მისთვის: ადამიანების დაღუპვა, ტრაგედია, მოსახლეობის გადაადგილება, შესაბამისი პირობების შექმნის საჭიროება დევნილთათვის, რომლებმაც აფხაზეთის ოკუპირებული ნაწილიდან გამოაღწიეს...

 

ყველა – ლიბერალებიც, დემოკრატებიც, ნაციონალისტებიც მხარს უჭერდნენ აფხაზეთს, მათ შორის - ელენა ბონერიც”

 

არ წყდებოდა კონტაქტები რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ყველა – ლიბერალებიც, დემოკრატებიც, ნაციონალისტებიც – ყველა მხარს უჭერდა აფხაზეთს. მათ შორის იყვნენ, მაგალითად, ელენა ბონერი, დეპუტატი [გალინა] სტაროვოიტოვაც. ისინი იცნობდნენ აფხაზეთს და ესმოდათ, რაც ხდებოდა. ამბობდნენ: «თუ რუსეთმა თქვენ [საქართველო] გაგიშვათ, მოდით, თქვენც გაუშვით აფხაზეთი. ბოლოს და ბოლოს, ქართველებო, რას სჩადითო?!”.

 

კრემლზე დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ კავკასიის ხმამ: დაინახეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო თავად რუსეთის უსაფრთხოება”

 

რა თქმა უნდა, ელცინსა და რუსეთის პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ კავკასიის ხმამ: მათ დაინახეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო თავად რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოება. მხედველობაში მაქვს სამოხალისეო მოძრაობა აფხაზეთის მხარდასაჭერად, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია… ეს ყველაფერი იმდენად ძლიერ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ელცინი და სხვები იძულებულები გახდნენ, კურსის კორექტირება მოეხდინათ.

 

[მანამდე] ისინი ფიქრობდნენ, ჩუმად, ხმაამოუღებლათ “მიესრულებინათ” აფხაზეთი, საქართველოს მოჰლაპარაკებოდნენ, - “შევარდნაძე ხომ მაინც ჩვენი კაცია, მოსკოვშია ნამუშევარი, გამსახურდია ჩვენი კაცი არაა და თუ მის ნაცვლად შევარდნაძე გვეყოლება, ჩვენს ხელთ იქნება მთელი ყოფილი საქართველოს სსრ აფხაზეთის ჩათვლითო”. პრობლემები არ უნდოდათ და, როგორც ჩანს, დიდად არც კი ესმოდათ საკითხი, რომელზეც საუბრობდნენ.

 

თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ერკვეოდნენ, - მაგალითად სერგეი ბაბურინი [იმხანად - დეპუტატი], რომელმაც შეისწავლა ჩვენი პრობლემა. იყვნენ სხვებიც, ჩამოდიოდნენ დეპუტატები და არა მარტო...

 

ვლადისლავს რომ დავუბრუნდეთ, მან ძალიან მტკიცედ დაიჭირა თავი, საოცარი გამბედავობა და სიმამაცე გამოიჩინა. ვერავინ იქნებოდა იმგვარი ლიდერი, როგორიც ის იყო იმ პერიოდში. როგორც ისტორიკოსი, იგი კარგად აცნობიერებდა თავის როლს და რეალურად, მაშინ ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო.

 

გენერალი შარაშენიძე პირდაპირ წერს, რომ ომის გაჩაღებაზე მთელი პასუხისმგებლობა შევარდნაძეს აკისრია”

 

თავის მემუარებში გენერალი ლევან შარაშენიძე – იმხანად თავდაცვის მინისტრი პირდაპირ წერს, რომ ომის გაჩაღებაზე მთელი პასუხისმგებლობა შევარდნაძეს აკისრია.

 

ომის წინ, მაისის თვეში შარაშენიძეს არძინბასთან შეხვედრა ჰქონდა და ვლადისლავმა უთხრა: «თუ საჭიროა, თბილისშიც კი ჩამოვალ და იქ ვისაუბროთო». შარაშენიძე წერს, რომ ეს ყველაფერი შევარდნაძეს მოახსენა, თუმცა ის არ რეაგირებდა – უბრალოდ სურდა, გაეცამტვერებინა, მიწასთან გაესწორებინა ყველაფერი, დაემცირებინა [აფხაზეთი]... აი, რაზე ფიქრობდა იგი…

 

პირველ ხანებში ზვიადი უკიდურესად შოვინისტური განცხადებებით გამოდიოდა. სწორედ ამან განაპირობა ლიხნის 1989 წლის სახალხო შეკრება”

 

გამსახურდია რა როლს ასრულებდა? რა შეხედულებები ჰქონდა მას და იცვლებოდა თუ არა ეს შეხედულებები?

 

პირველ ხანებში იგი უკიდურესად შოვინისტური განცხადებებით გამოდიოდა საქართველოს ყოფილი სსრ-ის ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრი ხალხის მიმართასე, მაგალითად, 1989 წლის დასაწყისში იყო მისი მიმართვა «ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველობისადმი», რომელშიც მან აფხაზების წინააღმდეგ გაილაშქრამოგვიხსენია მომხდურებად, რომლებსაც აფხაზეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ.იმისკენაც კი მოუწოდა ქართველებს, რომ აფხაზების ქორწილებსა და გასვენებებში არ ევლოთაი, ასეთი მეწვრილმანეობრივი რაღაცეები ხდებოდა 1989 წელსთუმცა ამაზე ცოტას საუბრობენ. არადაეს ხომ 1989 წლის დასაწყისი იყო დასხვათა შორის, ამ ყველაფერმა მძიმე შთაბეჭდილება დაუტოვა არა მარტო აფხაზებს, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა არაქართველებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, იმხანად ჩვენთან მცხოვრებ ქართველებსაც.

 

სწორედ მსგავსმა გამონათქვამებმა განაპირობა 1989 წლის აპრილში ლიხნის მრავალათასიანი სახალხო შეკრებარომელზეც აფხაზეთის 1921 წლის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენის საკითხი დაისვა.

 

რეფერენდუმის შემდეგ გამსახურდიამ დაინახა, რომ შეიქმნა კოლოსალური საფრთხე და სულ სხვაგვარად დაიწყო საუბარი”

 

გამსახურდია ამ ხაზს დაახლოებით 1991 წლის მარტამდე ინარჩუნებდა, - იმ მომენტამდე, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა. ამ რეფერენდუმის შემდეგ აფხაზეთში სადესანტო-დამრტყმელი ბატალიონი გადმოისროლეს, მოქმედებდა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია. ზვიადმა დაინახა, რომ შეიქმნა კოლოსალური საფრთხე. თანაც იმ დროისთვის ის უკვე ინრძოდა სამხრეთ ოსეთში. როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ ორ ფრონტზე ვერ იბრძოლებდა.

 

და აი, მოულოდნელად სულ სხვაგვარად დაიწყო საუბარი: განაცხადა, რომ აფხაზები ისეთივე ძირძველი მაცხოვრებლები არიან, როგორიც ქართველები, ალაპარაკდა ორაბორიგენიანობაზე…

 

ზვიადი გვთავაზობდა ეთნიკურ საპარლამენტო კვოტებს და აფხაზურ-ქართულ კონფედერაციაზეც კი დაიწყო საუბარი”

 

გამსახურდიამ ისიც კი თქვა, რომ საჭირო იყო პარლამენტის ფორმირება და კვოტირება ეთნიკური პრინციპით. მას სთავაზობდნენ (კერძოდ აფხაზი იურისტი ზურაბ აჩბა) ორპალატიან პარლამენტს – რესპუბლიკის პალატას და ეროვნებათა პალატას, რომელშიც ყველა თემი იქნებოდა წარმოდგენილი. თუმცა მას ეს არ მოეწონა, თქვა, რომ ეს ძალზე საშიში ინსტრუმენტი იქნებოდა თავად საქართველოსთვის: ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემთხვევაში საქართველოში მცხოვრებ დიდ ეროვნულ ჯგუფებს, მაგალითად სომხებსა და აზერბაიჯანელებს პარლამენტისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეუძლიათო. ამიტომაც ეთნიკური კვოტები შემოგვთავაზა: 28 დეპუტატი - აფხაზი, 26 – ქართველი, 11 - რუსულენოვანი.

 

მეტიც, იგი კიდევ უფრო შორს წავიდა და იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ურიგო არ იქნებოდა, ჩეხოსლოვაკიის ანალოგიით შექმნილიყო აფხაზურ-ქართული ფედერაცია.

 

ერთი სიტყვით, როგორც მე მესმის, მან უფსკრულის პირიდან უკან სვლა დაიწყო და გააცნობიერა, რომ ომს ყველა შემთხვევაში მშვიდობა სჯობს.

 

შევარდნაძე ძალისმიერი გზის მომხრე იყო და არანაირ დათმობაზე არ მოდიოდა. წორედ ის არის დამნაშავე”

 

პუბლიკაციებში ვხვდებით მოსაზრებას,რომ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ჯარების შეყვანის ინიციატორი შევარდნაძე არ ყოფილარას ფიქრობთ ამის შესახებ?

 

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა თავდაცვის ექს-მინისტრ ლევან შარაშენიძის აზრი. ის წერს, რომ 1992 წლის თებერვლიდან მაისამდე ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა არძინბასთან და ეს უკანასკნელი თანახმა იყო, შევარდნაძეს შეჰხვედროდათუმცა შევარდნაძე დამნაშავე იყო, რადგან არანაირ დათმობაზე არ მოდიოდა.

 

და რატომ არ სთანხმდებოდა არძინბასთან შეხვედრას? როგორ ფიქრობთ?

 

იმიტომ, რომ შევარდნაძე პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრაზე იყო განწყობილიიოსელიანისა და კიტოვანის მსგავს გარემოცვაში მას მანევრირებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობები არ ჰქონდა.თუმცა მოსაზრებათითქოს შევარდნაძე ჯარების შეყვანის წინააღმდეგი იყო და ეს სხვების დაჟინებული მოთხოვნით გააკეთა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

წაიკითხეთ, მაგალითადროგორ გამოვიდა შევარდნაძე 11 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზეიგი ამბობდა, “წესრიგს დავამყარებთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე - ლესელიძიდან დაწყებული და ჩვენი საზღვრები ურყევიაო”.

 

ომის დაწყებამდე ბევრს ჰქონდა წარმოდგენარომ შევარდნაძე საკმარისად გონიერია და დიპლომატიური იყო საიმისოდრომ ომი არ დაეწყოთქვენ კი ამბობთ, რომ მას აფხაზეთის ბლიცკრიგით განადგურება უნდოდარატომ ვერ შეაფასა სათანადოდ წინააღმდეგობის შესაძლებლობები?

 

ამას მე კი არ ვამბობ, ამაზე დოკუმენტები და მასალები მეტყველებსმართლაც, ამ გზით მას აფხაზეთის პრობლემის სწრაფად გადაჭრა სურდამათ ხომ სამეგრელოს მაგალითი ჰქონდათ თვალწინ, სადაც შევიდნენ და ყველა გაიქცადახოცეს ხალხი, დასცინეს და ალბათ, ფიქრობდნენ, რომ აფხაზეთშიც იგივე იქნებოდათუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

 

მთელი ცხოვრების და კარიერის მანძილზე შევარდნაძისთვის აფხაზეთი იდეა-ფიქსი იყო, ამის ყოველთვის ძალიან ეშინოდა”

 

მთელი მისი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე შევარდნაძისთვის აფხაზეთი ერთგვარი იდე-ფიქსი იყო. ყველა თათბირს იწყებდა შეკითხვით: «რა ხდება აფხაზეთშიო?» და ამის ყოველთვის ძალიან ეშინოდა.

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, ყველაფერი სხვაგვარად გადაჭრილიყო. ლევან შარაშენიძეც კი წერს, რომ გაოცებული იყო, რატომ ვერ შეძლო ამ ადამიანმა [შევარდნაძემ], რომელიც რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა და უდიდესი გამოცდილება ჰქონდა, 5-6 თვის მანძილზე საერთო ენა ეპოვა არძინბასთან და აფხაზეთთან? ასეა, თუ ისე, შევარდნაძეს არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოუდგამს.

 

სხვათა შორის, ქართველი ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირიც წერს, რომ გასაოცარია, როგორ წავიდა ამ ყველაფერზე ადამიანი, შევარდნაძის ოდენა გამოცდილებით? ის უნდა ჩასულიყო თუნდაც სოხუმში და მოელაპარაკებინა არძინბასთან, გაერკვია, რა სურდათ აფხაზებს და რა - ქართველებს.

 

ეს მხოლოდ ადასტურებს იმას, რასაც შარაშენიძე წერს. როგორც ჩანს, მიზანი სულ სხვა იყო – აფხაზების პრობლემის ერთბაშად, სამხედრო გზით მოგვარება. ჩემთვის ეს სრულიად ნათელია.

 

შევარდნაძე ამას უმთავრესად კიტოვანის ხელით აკეთებდა. როგორც ჯაბამ მითხრა, ყველაფერი 11 რიცხვში გადაწყვიტეს”

 

თუმცა ის [შევარდნაძე] ამას უმთავრესად კიტოვანის ხელით აკეთებდა. მე ვესაუბრე იოსელიანს ჟენევაში 1994 წელს, როდესაც მოლაპარაკებათა პროცესი წარმოებდა. ვკითხე, “ჯაბა, ეს როგორ მოხდა?”-მეთქი. მიპასუხა: «იცი, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ეს შევარდნაძემ და კიტოვანმა ჩაიდინეს. 11 რიცხვში გადაწყვიტეს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც არც კი დავსწრებივარო”. და მართლაც, ის იმ სხდომაზე არ იყო.

 

ჯაბას ვკითხე, “ოჩამჩირეში ეს რა ჩაიდინეთ?”-მეთქი. მიპასუხა: «თითოეულ არაკაცზე ხომ ვერ ვაგებ პასუხსო?!»

 

კიდევ ერთი საინტერესო რამ მითხრა ჯაბამ: «მერე ვაფრთხილებდი [შევარდნაძეს და კიტოვანს], ეს არ გაეკეთებინათ. ვთქვი, რომ აფხაზებს ვიცნობ. რა გგონიათ, მოგცეს თვითმფრინავები, ტანკები და ახლა აფხაზებს გადაუვლით? მათთან ერთად ვმჯდარვარ, ვიცნობ და გეუბნებით, რომ “აბაროტს” მოგცემენო”.

 

ვკითხე, “შენ რა, ამასთან არანაირი კავშირი არ გაქვს?”-მეთქი. «კი მაქვს, მაგრამ უკვე შემდეგო».

 

ვუთხარი: «ეს რა ჩაიდინეთ ოჩამჩირეს რაიონში?”-მეთქი. მიპასუხა: «ნუ, თითოეულ არაკაცზე ხომ ვერ ვაგებ პასუხს? არაკაცები ხომ თქვენც გყავთო».

 

შევარდნაძე შტატებში წავიდა და იქ რუსეთის მიმართ ბრალდებები გააჟღერაამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა სრულიად შეიცვალა”

 

როგორ ყალიბდებოდა ურთიერთობები საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ვლადისლავ არძინბასა და ბორის ელცინს შორისყველას გვახსოვს კადრებიროცა ელცინი, არძინბა და შევარდნაძე ჟურნალისტებთან გამოდიან და იქმნება უცნაური ვითარებაროცა ელცინი ცდილობს, არძინბასა და შევარდნაძეს ერთმანეთისთვის ხელი ჩამოართმევინოსეს წუთები ძალიან მძიმე, დაძაბულ, ტრაგიკულ შთაბეჭდილებას ტოვებს...

 

მე ვისაუბრე იმაზე, რა მოხდა 25 სექტემბერსშევარდნაძე შტატებში წავიდა და იქ რუსეთის მიმართ ბრალდებები გააჟღერაამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკა სრულიად შეიცვალაუკვე ოქტომბრის დასაწყისში გაგრა გათავისუფლდა და რუსეთთან საზღვარი გაიხსნა.

 

სექტემბერს კი მოსკოვში ომისა და მშვიდობის საკითხი წყდებოდაამ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებიც. გადაწყდარომ კონფლიქტი შეიძლებოდა, პოლიტიკური, მოლაპარაკებების გზით მოგვარებულიყო.

 

თავიდან, როგორც მე მესმის, ერთი დოკუმენტი იყო წარმოდგენილირომელიც ჩვენი მხრიდანაც განიხილებოდა. გამოითქვა გარკვეული შენიშვნებითუმცა მთლიანობაში, ის მისაღები იყო.

 

პირველი დოკუმენტი მისაღები იყო, მაგრამ მერე ელცინი და შევარდნაძე განმარტოვდნენ, რის შემდეგაც შეზარხოშებულმა ელცინმა სხვის ხელმოწერა მოითხოვა”

 

მერე კი, როგორც თავად არძინბამ გვიამბოგამოცხადდა მცირე შესვენებარომლის დროსაც ელცინი და შევარდნაძე განმარტოვდნენცოტახანში ელცინი აშკარად “გადაკრულში” გამოვიდა და თქვა: «ამ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთსხვა გვჭირდებაო». არძინბამ უთხრა, “ეს უნდა განვიხილოთ, ასე ბრმად ხომ არ მოვაწერთ ახალს ხელსო?!». მაგრამ ელცინმა მოუჭრა: “არა, უნდა მოვაწეროთ, ახლა თითოეული პუნქტის განსახილველად დრო არ გვაქსო».

 

შეიქმნა ასეთი სიტუაცია: აფხაზურ მხარეს რომ ახალი დოკუმენტისთვის ხელი არ მოეწერაგამოვიოდა, რომ მშვიდობიან მოგვარებას ვეწინააღმდეგებოდითასეთ შემთხვევაში ყველანაირ იარლიყს მიგვაკერებდნენთანაც, როგორც არძინბამ გვიამბო, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარცხნიდან და მარჯვნიდან უბიძგებდნენ, “მოაწერე, მოაწერე, მოაწერეო”ისეთი ვითარება იყო, რომ არძინბას სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა, - უნდა მოეწერა.

 

არადა, ახალ დოკუმენტში საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეიმაზე, რომ აფხაზეთიდან გავიდოდა არა მთელი ჯარიარამედ ნაწილი, ნაწილი კი დარჩებოდათანაც აღარც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოს ფედერალურ მოწყობაზე.

 

არძინბამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა – ფაქტობრივად, დოკუმენტის დეზავუირება მოახდია და შემდეგ შევარდნაძეს ხელი არ ჩამოართვა”

 

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც კითხვის დროს აღნიშნეთ: როდესაც ჟურნალისტებთან გავიდნენარძინბამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა – ფაქტობრივად, ამ დოკუმენტის დეზავუირება მოახდიაგანაცხადა რა, რომ “ელცინის ხათრით, იძულებით მოაწერა ხელი” და შემდეგ შევარდნაძისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა.

 

კადრებში ჩანს, რა სახე მიიღო მაშინ შევარდნაძემ – იგი განრისხებული იყოარავინ ელოდარომ ვლადისლავი ასე მოიქცეოდაარა მგონია, რომელიმე სხვა პოლიტიკოსს იმ სიტუაციაში მსგავსი რამ გაებედა და მოეხერხებინა.

 

ჩემი აზრით, ეს იყო გარდამტეხი მომენტირომლის შემდეგაც ელცინმა არძინბას სხვა თვალით შეხედა.

 

შემდგომში ვლადისლავი მეუბნებოდა, რომ ამის შემდეგ მისთვის ყველა კარი ღია იყო, ყველა საკითხს მისთვის გაიდარი წყვეტდა”

 

და რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება აფხაზეთისადმი დამოკიდებულებაში ამ შეხვედრისა და ვლადისლავ არძინბას სიტყვით გამოსვლის შემდეგ?

 

- მოკლედ რომ ვთქვათ, იქ ბევრისთვის გასაგები გახდა, რომ ხელებს გვიგრეხენმაგრამ არ ვნებდებით და ვაგრძელებთაი, ამას ნიშნავდა ესდა ყველას ესმოდა, რა მდგომარეობაში იყო იგი [არძინბა]რომ ფაქტობრივად, მარტო უწევდა წინააღმდეგობა მთელს მსოფლიოს.

 

შემდგომში ვლადისლავი მეუბნებოდარომ ამის შემდეგ მისთვის ყველა კარი ღია იყოყველა საკითხს მისთვის ეგორ გაიდარი [იმხანად ეკავა მაღალი თანამდებობები რუსეთის მთავრობაში] წყვეტდა, - იგულისხმება ჰუმანიტარულისასურსათო დახმარებასხვა თემები.

 

«იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ის ამ პრობლემებს ხსნიდაარც ერთხელ არ მომხდარა, რომ ჩავსულიყავი [მოსკოვში] და რომელიმე მისაღებში დამჭირვებოდა მოცდა», – ამბობდა არძინბა.

 

იოსელიანი და კიტოვანი განსხვავებული ადამიანები იყვნენიოსელიანი კიტოვანს ვერ იტანდა”

 

- რაკი ამ ომის საერთაშორისო კონტექსტს განვიხილავთ, იქნებ კიტოვანისა და იოსელიანის როლზეც გვიამბოთ…

 

ერთი ადამიანი მიყვებოდა (ეხლა მას არ დავასახელებ) - თბილისში 1992 წლის იანვრის მოვლენების – გამსახურდიას გაძევების შემდეგ ჩასული: თბილისში იოსელიანი დახვდა და როდესაც ერთად მგზავრობდნენ მანქანითუთქვამს: «იცი, რას ამბობენ აქ ჩემზე და კიტოვანზე? “ხელისუფლებაში ცნობილი ქურდი მოვიდა” – ანუ მე, “და ცნობილი მხატვარიო” ანუ კიტოვანი!».

 

რა თქმა უნდა, ისინი განსხვავებული ადამიანები იყვნენ. რამდენადაც ვიცი, იოსელიანი კიტოვანს ვერ იტანდა. ერთხელ თქვა: «ცხოველიაო». ყასბად თვლიდა, გაუთლელად. თავად იოსელიანი, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი იყო, უფრო გონიერი...

 

კიტოვანი გამსახურდიას მტერი იყო. მეგობრობდა გრაჩოვთან, რომელსაც მისი მეშვეობით საქართველოს დსთ-ში შეყვანა სურდა”

 

ასეა თუ ისე, ისინი წარმოადგენდნენ მამოძრავებელ ძალას.

 

კიტოვანი ყოფილ “ეროვნულ გვარდიას” ხელმძღვანელობდა და გამსახურდიას მოსისხლე მტერი იყო.

 

ამასთანავე, ის მეგობრულ ურთიერთობაში იყო გრაჩოვთან. ეს უკანასკნელი ფიქრობდა, რომ კიტოვანის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა საქართველო-დსთ-ის კავშირის გაფორმება. ისე, უანგაროდ ხომ არ დაეხმარათ მათ იარაღით?!...

 

იოსელიანს ვკითხე, “რაში გჭირდებოდათ შევარდნაძე”-მეთქი, მიპასუხა: «ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფიები? ჰოდა, შირმა გვჭირდებაო»

 

აი, იოსელიანი კი სულ სხვა ადამიანი იყომაგალითად, იოსელიანი თვლიდარომ შევარდნაძე სჭირდებოდა საქართველოსსიგუა და კიტოვანი კი წინააღმდეგები იყვნენ იმისრომ ის საქართველოში ჩასულიყოთუმცა მას შემდეგ, რაც შევარდნაძე მოსკოვში 5 საათის განმავლობაში ესაუბრაკიტოვანმა აზრი შეიცვალა, სულ სხვა გახდა.

 

როდესაც იოსელიანს ვკითხე, “რაში გჭირდებოდათ შევარდნაძე”-მეთქი, მიპასუხა: «ხომ იცი, ვინც ვართ? ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფიები? ჰოდა შირმა გვჭირდებაო». ვუთხარი: «თავს დაიღუპავთ»-მეთქი. მაგრამ არ იშლიდა, მაინც თვლიდა, რომ სჭირდებოდათ შევარდნაძე, რომელსაც მსოფლიო იცნობდა. აი, ასე მსჯელობდნენ.

 

ეს კრიმინალური ხელისუფლება იყო, გამსახურდია კი - სულ სხვა წრის წარმომადგენელი, უბრალოდ რომანტიკული ნაციონალიზმის თამაშს გადაყვა”

 

ეს ნაწილობრივ კრიმინალური ხელისუფლება იყო, საქართველოში მოხდა კრიმინალური რევოლუცია. გამსახურდია, რა თქმა უნდა, სულ სხვა წრის წარმომადგენელი იყო, ინტელიგენტური ოჯახიდან, ცნობილი მწერლის ვაჟი, უბრალოდ რომანტიკული ნაციონალიზმის თამაშს გადაყვა. მერე, როცა რეალობას შეეჩეხა, მასში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა, თუმცა ჩემი თვალთახედვით, მან ნაციონალიზმის ამ რომანტიზმზე ვერც შემდეგ თქვა უარი.

 

ზვიადთან იყო გარკვეული კონტაქტები. იყო მომენტი, როცა მას აფხაზეთისგან დახმარება სურდა”

 

მასთან იყო გარკვეული კონტაქტებიიყო მომენტიროცა მას აფხაზეთისგან დახმარება სურდა.

 

წარმოიდგინეთადამიანი ჯერ ამბობდარომ აფხაზები, როგორც ასეთები, არ არსებობდნენმერე კი უცებ აფხაზურად ალაპარაკდა: მან ხომ აფხაზურად გააკეთა მიმართვა 1993 წელსგაგანია ომის დროს! თქვა,რომ ძმები ვიყავით და ერთმანეთს უნდა დავხმარებოდითრომ შევარდნაძე უზურპატორი იყო და ა.შ.

 

რამდენადაც მესმის, ზვიადს სთავაზობდნენ ბუფერულ სახელმწიფოს სამეგრელოს საზღვრებში, მაგრამ მას მთელი საქართველო სურდა”

 

რამდენადაც მესმის, მას სთავაზობდნენ ბუფერულ სახელმწიფოს სამეგრელოს საზღვრებშიმაგრამზვიადს მთელი საქართველო სურდამთელი საქართველოს მიცემას კიროგორც ჩანს, მისთვის არ აპირებდნენ.

 

ხოლო როცა შევარდნაძე მიხვდარაში იყო საქმე, მწვანე შუქი აუნთო როგორც დსთ-ში გაწევრიანებასისე რუსულ ბაზებს. მაშინ მას დახმარება აღმოუინეს და ისიც დსთ-ში შევიდა.

 

ორ წელიწადში, 1996-ში რუსეთის პოზიციები შესუსტდა და შევარდნაძე კვლავ გაექცა ა ორბიტას.

 

გიორგაძე და ნადიბაიძე პრორუსულებად ითვლებოდნენ. მიდიოდა ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის

 

გახსოვთ მასზე თავდასხმა? მაშინ [იგორ] გიორგაძეს [საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფი] დასდეს ბრალიმერე ეს უკანასკნელი წავიდა… იყო ნადიბაიძეც – თავდაცვის მინისტრი და ისინი პრორუსულებად ითვლებოდნენმიდიოდა ბრძოლა გვლენის სფეროებისთვის

 

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 15 სექტემბერს