„ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქი აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით, მტკნარი სიცრუეა“

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, „ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქი აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით, მტკნარი სიცრუეა“.

„მინდა, ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს, სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. საზოგადოება ისედაც დაძაბულია და ელოდება ეკლესიისაგან განმარტებების გაკეთებას, ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ქართველ საზოგადოებას, რომელიც ძაბავს მათ და იწვევს მათი კიდევ უფრო უარყოფითად დამუხტვას. დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ თითქოსდა პატრიარქი განარიდეს ქალაქს, ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით - ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალს, ის ატარებს რეზიდენციაში რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიქაელ ბოტკოველმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული: "იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ"