რა რეაქცია ჰქონდა პატრიარქს მეუფე იაკობის განცხადებაზე – მიტროპოლიტ ანდრეას კომენტარი

გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრეა გვაზავას განცხადებით, პატრიარქის გაკვირვება გამოიწვია მეუფე იაკობის განცხადების იმ ნაწილმა, რომელშიც პატრიარქის გადაყენების გეგმაზე იყო საუბარი. როგორც გვაზავა ამბობს, პირადად მან პატრიარქის შეუძლოდ ყოფნისა და ნერვიულობის ფონზე საკითხზე საუბარი ზედმეტად მიიჩნია, თუმცა პატრიარქმა თავად გამოხატა გაკვირვება.      


"მან გამოხატა გაკვირვება. აქ [მეუფე იაკობის განცხადებაში] საუბარი იყო პატროარქის გადაყენებაზე და არა გადადგომაზე. "გადაყენებაზე ჩემთან არანაირ საუბარი არ მომხდარაო"– გაკვირვებული იყო, რომ ვიღაც მის გადაყენებას ცდილობდა",– განაცხადა სასულიერო პირვა "ტვ პირველის" ეთერში.

რაც შეეხება მეუფე იაკობის განცხადებას, მას შეფასება უჭირს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ არ აქვს უფლება, ეჭვი შეიტანოს მეუფეს განცხადებაში და სჯერა, რომ "მეუფე იაკობი არ იგონებს".

მისივე თქმით, პატრიარქი გადადგომას არ აპირებს და მსგავს რეკომენდაციას წმინდა სინოდის არც ერთი წევრი არ მისცემს. 

ცნობითვის: მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამაში მთავრობის წევრები იყვნენ ჩართულნი. კერძოდ, როგორც გავლენიანი სასულიერო პირი ამბობს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

როგორც პატრიარქის უკვე ყოფილი ქორეპისკოპოსი ირწმუნება, შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას სწორედ კვირიკაშვილი, გომელაური და გახარია ესწრებოდნენ. მას არ დაუკონკრეტებია შეხვედრის გამართვის კონკრეტული თარიღი.

“მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო გომელაური. კვირიკაშვილი, ვახო [გომელაური] და გიორგი გახარია მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ პატრიარქი გვინდა გადავაყენოთ და შიო [მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე] დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი, ბიჭო თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო”, – თქვა მეუფე იაკობმა. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია ილია მეორეც.

სასულიერო პირის თქმით, პატრიარქ ილია მეორის გადაყენების შესახებ ბიზნესმენი ვანო ჩხრტიშვილი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შემდეგ ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირებს დაავალა ამის განხორციერლება.

როგორც მეუფე იაკობი ირწმუნება, თანამდებობის პირებმა მისგან დახმარება იმიტომ ითხოვეს, რომ ის არის საპატრიარქოში გავლენიანი სასულიერო პირი.

“დღევანდელ ხელისუფლებაზე ყველანაირი დოკუმენტი მაქვს. ეს ხელისუფლება არის კანაფის ხელისუფლება…

პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე თეოდორე ვიცი, არც მეუფე შიო. ისინი არ არიან ჩარეული. სხვა მეუფეები ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგიც სხვაგან, მაგათ პირდაპირ დავარტყამ”, – ამბობს მეუფე იაკობი.

ის ასევე აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორები – ირაკლი შოთაძე და ოთარ ფარცხალაძე – მას ფულს სძალავდნენ და ამის შესახებ ინფორმირებული იყო გიორგი კვირიკაშვილი. თუმცა მეუფე იაკობს ამ შემთხვევის დეტალები არ უხსენებია.

როგორც ქორეპისკოპოსი ირწმუნებოდა, ციანიდის საქმე წინასწარ იყო დაგეგმილი და მისი მიზანი პატრიარქის მკვლელობა იყო, ხოლმე მის დაგეგმვაში დეკანოზ მამალაძესთან ერთად ჩართულები იყვნენ მეუფე პეტრე, ასევე თანამდებობის პირები, ხოლო თავად მამალაძე ამ საქმისთვის “მეუფე დიმიტრიმ და სოსომ [სავარაუდოდ, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი] შეარჩიეს”.

მეუფე იაკობის თქმით, მას თავისი ნათქვამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს.

გიორგი გახარია ბრალდებას უარყოფს, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია კი უცნობია. 

მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა, მანამდე კი კიდევ ერთხელ გაიმეორა ორიოდ დღის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადება. 

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული: "იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ"