თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

30 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. "თელასი" მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის, დავით თავხელიძის, შალვა ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ფერდობის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელი ლისის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, ემხვარის, მაჭავარიანის, ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 20 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალას დასახლების, სვანების დასახლება, ილორის, ბაგრატის, იოსებ ჟორდანიას, გრიგოლ გულბანის, ჯემალ რაფავას, თამარ მეფის, აღმაშენებლის, გულბაანის, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის, სოხუმის, გაგრის, მარნეულის და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ავლევის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის (ნაწილობრივ) და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს "თელასში".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში ტყის ხანძრებია