ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება

დიდი ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში მიიღეს. ვადამდელი არჩევნების გამართვას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 20. 

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი არჩევნების გამართვის ინიციტივით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მას შემდეგ გამოვიდა, რაც საკანონმდებლო ორგანომ, მის მიერ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმება არ დაამტკიცა. მოგვიანებით, ევროკავშირმა "ბრექსიტის" პროცესი სამი თვით გაახანგრძლივა. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს გადავადება არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ეს მაინც ეთხოვა, რადგან პარლამენტმა მისი გეგმის დაჩქარებულ ვადაში განხილვაზე უარი თქვა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"წესის აგება ნუგეშია მგლოვიარესთვის...ნუგეშზე უარს ვეუბნებით ოჯახს"