გენპროკურორი: "მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ"

საქართველოს გენპროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, "გამომდინარე იქიდან, რომ მასში დროის მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა".

„სამართალდამცველი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც ან მიმართულია საგამოძიებო ორგანოში, ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადებაზე, რომელშიც დროის მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა, რეალობისგან არის აცილებული, ბუნებრივია საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს. მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ თანამდებობაზე და მეორე, დანაშაულის შემცველი ნიშნები ამ განცხადებაში არ ყოფილა. აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენელია იმ მოვლენებთან. რაც შეეხება იმას, თუ არსებობს რაიმე ფაქტები, ყველას მათ შორის სასულიერო პირებს აქვთ უფლება, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია და მიმართონ საგამოძიებო უწყებას”,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის: მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს