"საზოგადოების რჩეულის" ჯილდო ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა მიიღო

პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტს "საზოგადოების რჩეულის“ ჯილდო მიანიჭეს. გარდა ამისა, გუშინდელ დაჯილდოებაზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტს კონსერვაციის კატეგორიაში "ევროპა ნოსტრას" პრიზიც გადასცეს. 

სამიტზე ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი 27 გამარჯვებულს შორის დასახელდა, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.

აღნიშნული პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

ღონისძიების თანამასპინძლები ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიდო დომინგო და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი იყვნენ. ცერემონიას 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს პერზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა