რუსეთი სომხეთში სამხედრო ბაზის სიმძლავრეს აორმაგებს

სომხეთის ტერიტორიაზე არსებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო პოტენციალი მოდერნიზებული საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვის ხარჯზე თითქმის გაორმაგდება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გიუმრის ბაზის ინსპექტირების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბაზის საპოლიგონე ინფრასტრუქტურა ყველა სახის საბრძოლო მომზადების, მათ შორის წვრთნების, ღონისძიებების სრული ციკლის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

"სომხეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა კავკასიის რეგიონში სტაბლურობის გარანტია და რესპუბლიკის არმიასთან ერთად ძალუძს, რეგიონული უსაფრთხოებისთვის ნებისმიერ საფრთხეს უპასუხოს. მისი ინსპექტირების შემდეგ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. სომხეთ რუსეთის მოკავშირე და საკვანძო პარტნიორია ამიერკავკასიაში. შექმნილია და ფნქციონირებს ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება და რუსეთ-სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული რეგიონლი სისტემა. ორგანოზებულია მჭიდრო ურთიერთქმედება ჩვენი გენერალური შტაბების, ხორციელდება ერთობლივი დაგეგმვები",- განაცხადა შოიგუმ.

ცნობისთვის: რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთში 1995 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს. 2010 წელს დოკუმენტში ცვლილებები შეიტანეს, რომლის საფუძველზეც რესპუბლიკაში ბაზის დისლოცირების ვადა თავდაპირველი 25-დან 49-წლამდე, ანუ 2044 წლამდე გახანგრძლივდა.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ექიმ გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული ვითარების მსხვერპლს"