"შეხვედრა, რომლის შესახებაც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა"

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შეხვედრა, რომლის შესახებაც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა.

„უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს არა მარტო მე, მთელი ჩემი გუნდი და ვფიქრობ,  საქართველო. ვერ წარმომიდგენია, საერთოდ ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების თემა. ასეთი შხვედრა არ შემდგარა. ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ, არ ვიცი. არ ვყოფილვარ მსგავს შეხვედრაზე და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ? ", – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა. 

გომელაურის თქმით, უნდა დაიწყოს თუ არა მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიება, ამაზე პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება:

"გამოძიებაზე პროკურორმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს, დანაშაული არის, თუ არა“. 

ცნობისთვის: მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს