„თუ მთავრობა „მერიდიანს“ მხარდაჭერას გამოუცხადებს, დარწმუნებული ვარ, კომპანია ანაკლიის პროექტში დაბრუნდება“

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ  მთავრობის მხარდაჭერის შემთხვევაში, "მერიდიანი” პროექტში დაბრუნდება. 

„სამწუხაროა, რომ „მერიდიან კაპიტალმა“ გაიტანა თავისი ინტერესი. ვფიქრობ, მათ ფორმალურად გაიტანეს ეს ინტერესი. რაც თქვა  მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სწორია, ოფიციალური ვერსიაა, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ასე არ არის. მათ აქვთ ძალიან მყარი ინტერესი პროექტის მიმართ. ძალიან დიდი დრო დახარჯეს ამ პროექტის შესწავლაში. აბსოლუტურად აცნობიერებენ, რა გამოწვევების წინ დგას ეს პროექტი. ყველა საჭირო მოთხოვნილი საბუთი შეიტანეს ნებართვის ასაღებად. ვფიქრობ, თუ მთავრობა გამოუცხადებს მათ მხარდაჭერას, მოიწვევს კიდევ ერთხელ შეხვედრაზე, გამოუცხადებს, რომ მიესალმებიან მათ, დარწმუნებული ვარ, „მერიდიანიც“ შემოტრიალდება. ვფიქრობ, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი ინვესტორები ხელიდან არ გავუშვათ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 29 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება,ომლის თანახმად, „მერიდიან კაპიტალმა“ (Meridian Capital NL B.V) დაადასტურა, რომ მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დღეიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება