დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება

თბილისში, დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ამ სკვერში წლების წინ გაიცა სამშენებლო ნებართვა. კონკრეტულად, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენებაზე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აგვირჩია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ და შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, ადგილობრივ მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ ამ ადგილზე აღნიშნული შენობა- ნაგებობა არ განთავსდებოდა. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები და მივაღწიეთ შეთანხმებას. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოგვაქვს ამ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა-გამოსყიდვის საკითხი, რათა ეს პროექტი ამ კონკრეტულ სკვერში არ განხორციელდეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც პრობლემაა და ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც დაუშვებელია მწვანე სკვერებსა და სივრცეებში ასეთი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სკვერი მოეწყობა და გალამაზდება. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და იქ დაისვენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალს დახურული დე ფაქტო საზღვრისა და წნელისის საგუშაგოს საკითხების გამიჯნვისკენ მოუწოდებენ