მედია – "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის აშშ ინფორმატორს 25 მლნ დოლარს გადასცემს

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის აშშ ინფორმატორს 25 მლნ დოლარს გადასცემს, – იუწყება "The Washington Post". 

მისივე ცნობით, ინფორმატორი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხებოდა და სირიაში, კერძოდ, იდლიბის პროვინციაში დაჯგუფების ლიდერის გადაადგილებას და სხვადასხვა ადგილში მის თავშესაფარს უზრუნველყოფდა. ის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. 

ინფორმატორმა ამერიკულ დაზვერვას იმ სახლის დეტალური გეგმა გადასცა, რომელშიც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იმყოფებოდა. ამერიკული გამოცემის ცნობით, აშშ-ის ინფორმატორი ოპერაციის წარმოების დროს აღნიშნულ სახლში თავად იმყოფებოდა. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ორ დღეში ის ოჯახთან ერთად სირიიდან გაიყვანეს.

გამოცემა  ინფორმატორის მოქალაქეობას და ეთნიკურ ჯგუფს არ ასახელებს, თუმცა სტატიაში აღნიშნულია, რომ ის „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლებთან კონტაქტობდა, ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი კი აცხადებს, რომ ის სუნიტი არაბია.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ისრაელმა სირიიდან განხორციელებულ იერიშს ანალოგიურად უპასუხა