როდიდან შევა ძალაში პარკირების გაზრდილი ჯარიმა

თბილისის მერის განცხადებით, პარკირების გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ავტობუსები ჩანაცვლდება. 

„ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი ჩვენ დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისამდე გაგრძელდეს.

ცნობისთვის: პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული: "იმ ფონზე, როცა ვაჟა ექიმი ტყვეობაშია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებ"