"ჩორჩანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია"

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, "სოფელ ჩორჩანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია".

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ყოველთვის, არის ადგილზე ყველა იმ მოვლენაზე დასაკვირვებლად, რაც ხდება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ეს არის მათი ყოველდღიური სამუშაო და ზუსტად ასევე ხდება ჩორჩანაშიც. აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ ისევე, როგორც წინა კვირის განმავლობაში. თუ უფრო მეტი ანგარიში იქნება მოწოდებული არსებული ვითარების შესახებ, გვეცოდინება. გუშინდელი გასვლა ჩორჩანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ჩვეულებრივი პროცესი იყო“, – განაცხადა ელჩმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს