საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუმინეთის ელჩს, რადუ ლივიუ ჰორუმბას უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში წვლილისთვის რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხსაც.

შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მირჩა ჟუგურანუ დაესწრო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რომელ ბაზარზე გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზების ფაქტები