ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლი იანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე „მაინც დაგაბოქლომებთ“ შეთანხმდა