"ევროპული საქართველო" შეწყალების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

"ევროპული საქართველო" სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს გამოცემულ შეწყალების აქტების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარტიამ დადგენილების შესაბამისი პროექტი უკვე დაარეგისტრირა. 

„სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვი გამართლდა, რომ თავის დროზე პროკურატურამ საქმე აღძრა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ატყდა ხმაური და მათ არ უნდათ ფაქტების გამოძიება. მათ უნდოდათ ამ ხმაურის და აურზაურის ჩახშობა და, სამწუხაროდ, ეს არის ალბათ მორიგი საქმე, რომელზეც პროკურატურა ფიქრობს, რომ დადებენ თაროზე და წლების განმავლობაში გვეტყვიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ, ცხადია, ამის საშუალებას არ მივცემთ არც პროკურატურას და არც ქართულ ოცნებას, საპარლამენტო უმრავლესობას“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა. 

მან საპარლამენტო უმრავლესობას კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„განცხადებები, რომლებიც გვესმოდა საპარლამენტო ტრიბუნიდან, რა ცუდად მოიქცა პრეზიდენტი, რა ცუდად მოიქცა მისი ადმინისტრაცია, მოითხოვს გამყარებას საქმით. ანუ მხარდაჭერა სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხევაში ეს იქნება უბრალოდ პოლიტიკური კეკლუცობა მათი მხრიდან და გამოჩნდება, რომ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქვეშ იყო ეს პოზიციები გამოთქმული“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს, რომელიც ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა