"არბიტრაჟში წასვლის მკაფიო საფუძველი გვაქვს"

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენდირექტორ ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის შემტხვევაში, "იძულებულები იქნებიან, საერთაშორისო არბიტრაჟში წავიდნენ".

„ჩვენ ძალიან მკაფიო საფუძველი გვაქვს ამის გასაკეთებლად, თუმცა ჩვენ არ გვინდა, არ ვაკეთებთ ამას, იმიტომ არა, რომ პროექტი ვერ შევასრულეთ და ავანტიურულად ვამბობთ, რომ ხელშეკრულების პირობები დავარღვიეთ.  არბიტრაჟს, დაახლოებით, წელიწადნახევარი - ორი წელი დასჭირდება. რას მოიმოქმედებს მთავრობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე მე შეფასებას ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში არ უნდა გადაიზარდოს:

„არ უნდა დაუშვას არცერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში გადაიზარდოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება".

ცნობისთვის: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კონსორციუმთან სასამართლო დავას არ გამორიცხავს. „რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას, მაგრამ არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან", - განაცხადა მინისტრმა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართული ბაზარი წელს 19-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა