უნგრეთმა უკრაინის შესახებ ნატო-ს განცხადება დაბლოკა

ბუდაპეშტმა უკრაინის თაობაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება დაბლოკა,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, განცხადების მზადების პროცესში ბუდაპეშტმა წამოაყენა რამდენიმე წინადადება, რომლებიც უკრაინას დაავალდებულებდა, ყურადღება მიექცია უნგრული თემის უფლებებისთვის კარპატისპირეთში, თუმცა წინადადებები არ იქნა მიღებული. ამით ხსნის მინისტრის უნგრეთის გადაწყვეტილებას, ვეტო დაედო დოკუმენტისთვის. 

„ჩვენ არ ვართ მზად, მსხვერპლად შევწიროთ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები 150 ათასი ეთნიკური უნგრელის ინტერესები“, -აღნიშნა სიიარტომ.

ნატოს განცხადების დაბლოკვა დაემთხვა უნგრეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დღეს. ის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.

ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინამ მიიღო კანონი ენის შესახებ. ერთადერთ სახელმწიფო ენად იქცა უკრაინული. უნგრეთმა შიში გამოთქვა, რომ ახალმა კანონმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კარპატისპირეთში უნგრული უმცირესობის უფლებებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სოცკვლევა: “რუსეთის მოქალაქეებმა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მეტად დაფასება დაიწყეს”