დანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი -2"-ის საკუთარ წყლებზე გატარების ნებართვა გასცა

დანიის ენერგეტიკის სახელმწიფო სააგენტომ მხარი დაუჭირა მილსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობას და ოპერატორ "Nord Stream 2"-ზე შესაბამისი ნებართვა გასცა. დანიის ამ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული გადაიდებოდა თუ არა გაზსადენის მშენებლობა. 

ცნობისთვის: "ჩრდილოეთ ნაკადი -2" მიმდინარე წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვინაიდან დანიამ მითითებული მარშრტით მილსადენის გაყვანის ნებართვა არ გასცა, მისი ექსპლუატაციაში ჩაშვება სულ მცირე, ნახევარი წლით გადავადდა.

ოქტომბერში OMV-ს ხელმძღვანელმა რაიან ზელემ განაცხადა, რომ პროექტის ოპერატორს დანიისგან დენართვის მიღების "კარგი შანსი" გაუჩნდა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი ასევე საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვს მილსადენის თავდაპირველი მარშრუტით გაყვანის იმედი აქვს, ვინაიდან დანიას "მშენებლობის ბლოკირების საფუძველი არ გააჩნდა". 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ–ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის გამო ომით დაემუქრა. 

კერძოდ, როგორც პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში სსანქტ–პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, "ეკონომიკური ეგოიზმი სავაჭრო და შესაძლოა, რეალური ომის რეცეპტიც იყოს“. 

„აშშ ცდილობს, შეაჩეროს რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტი. ის, რასაც ვაშინგტონი აკეთებს, მსოფლიოში მეტ კონფლიქტს გამოიწვევს. ეს არის გზა დაუსრულებელი კონფლიქტისკენ, სავაჭრო და შესაძლოა, არა მარტო სავაჭრო ომებისკენ – რეალური ომებისკენაც. ხატოვნად რომ ვთქვა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, რომელიც ყველას ყველასთან აპირისპირებს“, – განაცხადა პუტინმა .

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული პროექტია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რუსეთი  ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

21 მაისს უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ–ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის პროექტში ჩართულ კომპანიებს მთელ რიგ შეზღუდვებს დაუწესებდა.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ წინააღმდეგობა ჯერ კიდევ მძლავრია და მოწინააღმდეგეთა რიგებშია ამერიკის შეერთებული შტატებიც. აშშ-ის სენატი მალე მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ამ პროექტში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ“, – განაცხადა პერიმ.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა