Bavaria და „ქართული ლუდის კომპანია” ურთიერთობის გაღრმავების ახალ ეტაპზე გადადიან

„ქართული ლუდის კომპანია“ და ლუდის 3 საუკუნოვანი ბრენდი Bavaria ნაყოფიერი თანამშრომლობის 4 წლიან ისტორიას აჯამებენ.

10 წლის განმავლობაში საქართველოსა და რეგიონში Bavaria-ს ექსკლუზიური ლიცენზიატი სს „ქართული ლუდის კომპანიაა“, რომელიც Bavaria-ს 2016 წლიდან აწარმოებს.


სვინკელსების სამეფო ოჯახი, რომელიც გლობალურ ბრენდ Bavaria-ს წარმოადგენს, სამომავლო გეგმების და ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად საქართველოს, კერძოდ კი სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ზედაზენის საწარმოს სტუმრობს.

„ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ ჩამოსხმული Bavaria მალე რეგიონის ფარგლებს გარეთ გავა და ახალ ბაზრებს დაიპყრობს. 


„მათი სტუმრობა არის კიდევ ერთი დასტური კომპანიებს შორის ჩამოყალიბებული მყარი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების. შეხვედრა მეტად საქმიანი იყო, სადაც ბრენდთან მიმართებაში სამომავლო გეგმები განვიხილეთ, რადგან შიდა ბაზრების გარდა, დაგეგმილია ბრენდის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც.

საქართველო დღეს წარმოადგენს რეგიონალურ ჰაბს, მისი გეოგრაფიული ლოკაცია ყველა გლობალური ბრენდისთვის საინტერესოა. ზედაზენის საწარმო საშუალებები, ევროპული ტექნოლოგია და სტანდარტები უზრუნველყოფს გლობალური ბრენდების მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მიწოდებას, რის გამოც ჩვენი კომპანია საინტერესოა ისეთი გიგანტი ბრენდისთვის როგორც არის Bavaria.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი ბაზრის ათვისება. ჩვენი პარტნიორების სტუმრობის მიზეზიც სწორედ ეს არის, უპირველეს ყოვლისა მათი დასტური ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე და მეორეც, ბრენდის სამომავლო გეგმების გაფართოების პერსპექტივების განხილვა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“    დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.

საქართველოსა და რეგიონში  ბიზნესპარტნიორთან ურთიერთობით და ლუდის  გაყიდვებით კმაყოფილნი არიან სვინკელსების სამეფო ოჯახში.  სვინკელსების სამეფო საოჯახო ლუდსახარშის გენერალური დირექტორი პიტერ სვინკელსი აცხადებს, რომ „ქართულ ლუდის კომპანიასთან“ თანამშრომლობით Bavaria საქართველოს ბაზრის ლიდერია.

„ოჯახისათვის მნიშვნელოვანია რეგიონში ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც არის „ზედაზენი“, რადგან სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად გლობალური ბრენდი Bavaria, ლიცენზირებულ ბრენდებს შორის, საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია და ასევე წარმოდგენილია მეზობელ ქვეყნებში. დღეს ჩვენი ვიზიტის მიზანია ბრენდის გაფართოების და სამომავლო გეგმების განხილვა“, -აღნიშნა პიტერ სვინკელსმა.

2019 წელს გლობალური ბრენდი Bavaria 300 წლის გახდა, რის გამოც ბრენდმა არაერთი აქტივობა და პრომო აქცია დაგეგმა. სწორედ ასეთი აქტივობების გამარჯვებულები, „ზედაზენის“ დახმარებით, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, Bavaria-ს გლობალურ დაბადების დღეს ამსტერდამში დაესწრნენ.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს, ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-ს"