10 ახალი ლოკაცია, სადაც საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ახალი სექციები ამოქმედდა

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ათი სექცია ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა შემდეგ ლოკაციებზე:

1. თბილისში, ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა [ზაჰესის მოედანი], 3+200 კილომეტრიდან – ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა [გლდანულას გადასახვევი], 8+150 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ];

2. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა [გლდანულას გადასახვევი] 8+150 კილომეტრიდან – ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა [ზაჰესის მოედანი], 3+200 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ];

3. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა [გლდანულას გადასახვევი] 8+150 – გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

4. თბილისში, გლდანის გადასახვევი,მე-11 კილომეტრიდან – ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა [გლდანულას გადასახვევი], 8+150 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

5. თბილისში, გლდანის გადასახვევი მე-11 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

6. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – თბილისი, გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

7. თბილისი, გლდანის გადასახვევიდან [ხოჭოს ტბის ქუჩა] – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

8. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – თბილისი, გლდანის გადასახვევამდე [ხოჭოს ტბის ქუჩა],[ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

9. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

10. ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ].

სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით, სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 794 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ადმინისტრაციული შენობების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ აღიკვეთება"