ხვალ აშშ–ის საელჩოსთან ტრამპისადმი სამადლობელი აქცია გაიმართება

საქართველოში აშშ–ის საელჩოსთან ხვალ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი სამადლობელი აქცია გაიმართება.

აქციას, რომელიც 15:00 საათისთვისაა დაგეგმილი, თეოლოგიურ-პოლიტიკური მოძრაობა ,,ერის უფლება და ღირსების", საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის" და ნიუ-იორკის ქართველოლოგიური ცენტრი ,,ბიბლია და საქართველოს" წარმომადგენლობები გამართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „აქცია იმართება ბ-ნი ტრამპის მიერ 2019 წლის 24 სექტემბერს, გაერო–ს გენასამბლეის 74-ე სესიაზე წარმოთქმული სიტყვის გამო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ამჟამად მიმდინარე მსოფლიოს ახალი წესრიგის გლობალისტური იდეოლოგია და კაცობრიობის მომავლის იდეოლოგიად აღიარა სამშობლოს სიყვარული.  ,,კაცობრიობის მომავალი ეკუთვნის არა გლობალისტთა იდეოლოგიას, არამედ სამშობლოს სიყვარულს", - განაცხადა მისმა აღმატებულებამ“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალს დახურული დე ფაქტო საზღვრისა და წნელისის საგუშაგოს საკითხების გამიჯნვისკენ მოუწოდებენ