რუსეთმა აფხაზეთის მის შემადგენლობაში შეყვანის გეგმის არსებობა უარყო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩომ უარყო ერთ-ერთ ადგილობრივ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლი აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას გეგმავს. 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს ანონიმი ავტორის მიერ ერთ-ერთ აფხაზურ პორტალზე გამოქვეყნებული ეს სტატია პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და მისი შინაარსი წარმოადგენს ფიქციას, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია ე.წ. საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია აქვეყნებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს