"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებითი პაკეტი განახლდეს და უკეთ ემსახუროს ნატო-საქართველოს დღის წესრიგს"

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაქან ილდემი აცხადებს, რომ ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. 

"თქვენ წევრობის გზაზე ბევრი ინსტრუმენტი გაქვთ ხელთ. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებითი პაკეტი განახლდეს და უკეთ ემსახუროს ნატო-საქართველოს დღის წესრიგს. ის განახლდება იმიტომ, რომ ბევრი აქტივობა უკვე წარმატებით დასრულდა და კოლექტიური ძალისხმევით შედეგები მიღწეულია, მაგრამ ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩვენ უკვე გვაქვს პოლიტიკური დიალოგი, რაც მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შავ ზღვაზე ნატო-ს სამი წევრია წარმოდგენილი – თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. საქართველო როგორც პარტნიორ ქვეყანას აქვს შესაძლობლობა, რომ აქაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ახლა ნატო შავ ზღვაზე იმაზე მეტადაა წარმოდგენილი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“,- განაცხადა თაქან ილდემმა "პირველ არხთან" საუბრისას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ