მაკო გომური "ფორმულაზე" იწყებს მუშაობას

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური ტელეკომპანია "ფორმულას" ვებ–საიტზე Formula News.ge ბლოგებს დაწერს. ამის შესახებ მან "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.

"ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორიც მქონდა აქამდე, მუშაობის დაწყებასაც "ფორმულაში",— განაცხადა მაკო გომურმა.

ცნობისთვის: "ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაციის" მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი 67 პოლიციელს აქვს მიღებული, ხოლო აქციის მხოლოდ 4 მონაწილეს. ამ ცნობებში საია პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიანიჭა. 20 –21 ივნისის მოვლენების დროს მან თვალი დაკარგა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს: "ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმდევრები "იმედის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ"